GCSD – საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი, პროგრამის ფარგლებში – ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია, საქართველოში სხვადასხვა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი ოპერირების გამოცდილება; ასევე, არასამეწარმეო მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა ორი გრანტი. ერთი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარია.
საგრანტო პროექტის განაცხადის შესაძლებელია 2022 წლის 21 ოქტომბრის 18:00 საათამდე. სათაურის ველში უნდა იყოს მითითებული – საგრანტო კონკურსი #22-002.
საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ელ. ფოსტაზე – gcsd@gcsd.org.ge, ან იხილეთ ბმული shorturl.at/tyJ37
აღნიშნულ პროგრამას, GCSD ახორციელებს 2020 წლიდან ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.