საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზანია იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო, 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:  STAR.community.grants@gmail.com

საკონტაქტო პირი – ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.

კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე http://www.csrdg.ge

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=386904

რეკომენდირებული

ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული...

სრულად წაკითხვა

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო,...

სრულად წაკითხვა

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი

25 სექტემბერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა ინოვაციებისა...

სრულად წაკითხვა