“სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” – ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.
საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანაა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობისა და ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდა და ორგანიზაციულ განვითარებას საყოველთაოდ აღიარებული ანგარიშვალდებულებისა, გამჭვირვალობის და კარგი მმართველობის სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ამასთან, ორგანიზაცია აუცილებელია იყოს მინიმუმ 1 წლის დაფუძნებული. გრანტები გაიცემა ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება ანგარიშვალდებულება-გამჭვირვალობის, ასევე კარგი მმართველობის სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვაზე, როგორც საკუთარი ორგანიზაციისთვის, ასევე კონკრეტული სამიზნე ორგანიზაციების ჯგუფისთვის ან მთელი სექტორისთვის, შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
საგრანტო განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, ელექტრონული სახით.
მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ევროს, ხოლო
პროექტის ხანგრძლივობა 12 თვეს.
კონკურსში მონაწილეთა საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: s.jashi@civilin.org. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 დეკემბერი 18:00სთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ: (995 32) 2 36 36 00 – სოფო ჯაში
ელფოსტა: s.jashi@civilin.org, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული shorturl.at/ghlu9