დელოიტი (Deloitte) აცხადებს საგრანტო კონკურსს, რათა ხელი შეეწყოს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემატიკის დროულ და ეფექტურ ადრესირებას და ამ მხრივ აფინანსებს ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან:
- კლიმატური ცვლილების ნეგატიური შედეგის შემსუბუქებაზე
- კლიმატური ცვლილების გამომწვევი სიღრმისეული პრობლემის ადრესირებაზე
- არსებული პრობლემის შემსუბუქების გრძელვადიანი და მდგრადი მექანიზმების შემუშავებაზე
- მხარეთა შორის თანამშრომლობაზე
- ინოვაციური მიდგომების გამოყენებაზე
წარმატებული განაცხადი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას 10 000 – 100 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.
საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აგვისტო.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://www.oneyoungworld.com/lead2030/21-22/challenge-sdg13-deloitte
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი