2023 წლის იანვარი ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2023 წლის 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი, ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო მექანიზმის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო მექანიზმის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება.
ევროპის ფონდის შესახებ ევროპის ფონდის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება.
ღია კარის საგრანტო მექანიზმის შესახებ ღია კარის საგრანტო მექანიზმი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საზოგადოების წინაშე არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. ღია კარის საგრანტო მექანიზმის მეშვეობით ფონდი მუდმივად მზადაა, მიიღოს საპროექტო წინადადებები. პროგრამა ეფექტური საშუალებაა ახალი, ინოვაციური და საპილოტე პროექტების მხარდასაჭერად; ასევე, იმ პრობლემების საპასუხოდ, რომლებიც სწრაფ და დაუყოვნებლივ ინტერვენციას საჭიროებენ.
წარმოდგენილი პროექტები მიზნად უნდა ისახავდნენ მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევას თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით.
ღია კარის მექანიზმი ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, აქვს განვრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი. ღია კარის მექანიზმის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი ფონდის მისიასა და მანდატებს უნდა შეესაბამებოდეს. პროექტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილზე არსებული კონკრეტული პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე. ამასთან, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს ფართო სამოქალაქო ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიებაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ან/და ქვეყნის დონეზე.
სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა ინსტიტუციური გაძლიერება ევროპის ფონდის საქმიანობა ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით საშუალებას აძლევს შერჩეული საპროექტო განაცხადების წარმდგენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მიიღონ დამატებითი დაფინანსება ორგანიზაციული განვითარების მიზნით, რომელიც შესაძლებლობების გაძლიერებას შემდეგ მიმართულებებში გულისხმობს: საბჭოს მმართველობა, პროგრამის მართვა, ფინანსრუი მართვა, ადამიანების რესურსების მართვა, კომუნიკაცია და თანხების მოძიება. შერჩეული ორგანიზაციები გაივლიან დამატებით პროცედურებს ორგანიზაციული განვითარების მიზნით დაფინანსებისთვის. ევროპის ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და მოუწოდებს განმცხადებლებს, საპროექტო განაცხადების მომზადებისას, გაითვალისწინონ, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ პროექტს ქალებსა და მამაკაცებზე.
განმცხადებლებმა ევროპის ფონდში წინასწარი, ან სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge, ამასთანავე, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: Open Door Grantmaking.
ევროპის ფონდის მისამართი: კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული. ტელ/ფაქსი: (+995 32) 225 39 42/43. საკონტაქტო პირი: ნინო სტავრიდი, პროგრამის მენეჯერი nstavridi@epfound.ge
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:https://epfound.ge/ge/news/singleview/1626-request-for-proposals-for-civil-society-organizations