ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისათვის, რომელსაც ახორციელებს MERCY CORPS-ის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის ხანგრძლიობაა 42 თვე და მისი განხორციელება იგეგმება მიმდინარე წლიდან 2025 წლის ჩათვლით.
პროექტის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა.
პროექტი განხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში:
– ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა;
– სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქის, ნინოწმინდა;
– შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი;
– მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. პირველ ეტაპზე აპლიკანტები გაივლიან ორდღიან საბაზისო სამეწარმეო ტრეინინგს.
შემდეგ ეტაპზე გადასული 175 ახალგაზრდა (რომლებიც შეირჩევიან მათი ბიზნეს იდეების მიხედვით) მიიღებს მონაწილეობას 7დღიან ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრეინინგებში (BET), აღნიშნულ ეტაპზე, მონაწილეები სრულყოფენ მათ ბიზნეს გეგმებს.
პროექტის დასკვნით ეტაპზე კი დაფინანსდება 50 ბიზნესიდეა.
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc1XuwsG1ytJVLR1I3mA6IK6nfa7QkbNDyIs20W-0u-dCTYVA/viewform?fbclid=IwAR27F_FtR-4MTSOAcbPhsIHXL_Uhelth5MnrOVv7i966Snu4zbD0KSFz_cI
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი