“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სრული დაფინანსებით, იწყებს განაცხადების მიღებას სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში, რძის წარმოებაში ჩართული ფერმერებისაგან, მათთვის სრულად დაფინანსებული, ტექნიკური დახმარების მისაღებად, რათა გააუმჯობესონ ფერმის აღჭურვილობა, ჰიგიენური პირობები, პირუტყვის პროდუქტიულობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხი / მოცულობა და ა.შ.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ყველა ფერმერს, ვინც:
1. ფლობს 6-დან 20 სულამდე მეწველ პირუტყვს
2. აწარმოებს და მომხმარებელს აწვდის რძეს და რძის პროდუქტებს
პროგრამის პირობები:
მონაწილედ შერჩეულ ფერმერთა მეურნეობაში -ექსპერტთა რეკომენდაციის და მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე-მოეწყობა სადემონსტრაციო ფერმა;
პროგრამის რესურსი შეიძლება მოხმარდეს გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით:
** რძის პირველადი წარმოება/რძის ჰიგიენა;
** ცხოველის ჯანმრთელობა
** პირუტყვის საკვების წარმოება/შენახვა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@agroservice.ge
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 იანვარი, 2022, 18:00 საათი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=338714
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი