დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ახალქალაქის წარმომადგენლობას ეწვია. შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ მხარდაჭერით. ელჩს მასპინძლობა გაუწია სერეკის ადგილობრივი ცენტრის კოორდინატორმა ვაგარშაკ შახბეკიანმა. მარკ კლეიტონთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის რიმა ღარიბიანი -„ღია საზღვრები“, განათლების ცენტრის დირექტორი შორენა თეთვაძე, „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – LAG” სერი შახბეკიანი, ასევე ვალიკ ქტოიანი – ტელეკომპანია ATV12 და სამველ ხოდიკიანი – „ხოდო“.
მარკ კლეიტონი დაინტერესდა რეგიონში არსებული ვითaრებით და არსებული გამოწვევებით, რომელთაც ეთნიკური უმცირესობის წარმოადგენლები ხვდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლება ელჩს საკუთარი ხედვები, მიღწევები, გეგმები და მოსაზრებები გაუზიარეს.