საგრანტო წინადადების შესახებ კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის „მოსწავლეთა ხმა – სკოლებსა და ადგილობრივ თემში სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობის მხარდაჭერა“
ევროპის საბჭო პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში” ფარგლებში აცხადებს საპროექტო განაცხადების შესახებ კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ორგანიზაციებმა სკოლებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშავონ და განახორციელონ პროექტები, რომლებიც მიმართულნი იქნებიან სკოლებსა და ადგილობრივ თემში არსებულ საჭიროებებზე. პროექტების მიზანი უნდა იყოს მოსწავლეთა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების ხელის შეწყობა და სკოლასა და თემში მათი მონაწილეობისა და ხმის გაძლიერება.
განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 თებერვალი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/afIN7