განცხადებების მიღება 2023 წლისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის ფონდის მე-II კონკურსისათვის
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ნდობის აღდგენის ფონდი (CBF) წარმოადგენს პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ნდობის აღსადგენად მცირე პროექტების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა.
პროგრამა ღიაა რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის, კომპანიებისა და სხვა იურიდიული ერთეულებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ საზოგადოების ნებისმიერ სფეროში და ფოკუსირებული არიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია, ახალგაზრდობა, ადამიანის უფლებები და ჟურნალისტიკა და ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი 23,000 ევრომდე ღირებულების ინიციატივისთვის, რომლის განხორციელებაც უნდა დასრულდეს დაფინანსების მიღებიდან 6 თვის მანძილზე.
2015 წლიდან მოყოლებული, ნდობის აღდგენის ფონდის შექმნის შემდეგ წარმატებით განხორციელდა 70 პროექტზე მეტი.
საგრანტო განაცხადის შემოტანის პროცედურის შესახებ კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: CBF@EUMM.EU. გთხოვთ გამოგზავნოთ კითხვები მისამართზე CBF@EUMM.EU 20 მარტამდე. განმარტებები და პასუხები გაცემული იქნება არაუგვიანეს არაუგვიანეს 27 მარტისა.
პროექტის კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 აპრილი 17:00
დეტალური ინფორმაცია განაცხადის, პროცესის, ვადებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: