თუ გაქვთ იდეა, როგორ გაუმკლავდეთ კოვიდით გამოწვეულ საფრთხეებს და შედეგებს, თუ გსურთ დაეხმაროთ თქვენს თემს, აწარმოოთ კამპანია თქვენს მუნიციპალიტეტებში ცვლილებების მისაღწევად, მაშინ მიმართეთ „გლობალურ ახალგაზრდულ მობილიზაციას“, რომელიც ზრუნავს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და პოსტ კოვიდურ რეალობასთან გასამკლავებლად.
პროექტში ჩართვა შეუძლიათ ახალგაზრდებს და არაფორმალურ ჯგუფებს, 500 დან 1 500 დოლარამდე გრანტის მისაღებად
ახალგაზრდა გრასრუტ ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ მიმართონ 3 000 დან 5 000 დოლარამდე გრანტის მისაღებად
გრანტები არ გაიცემა თუკი პროექტის განაცხადი უკავშირდება:
· სტარტაპ ბიზნესის და /ან სასოფლო სამეურნეო ოპერაციებს
· ინვესტირებას ტექნოლოგიებსა და ქონებაში, ასევე საოფისე სივრცის დაქირავებას
· პროექტებს, რომლებიც საჭიროებენ ფონდის უმეტესობის ინვესტირებას მასალებში
· მომგებიან პროექტებს, რომელთაც არ გააჩნიათ მკაფიოდ გამოკვეთილი სოციალური მიზნები
პროექტში მონაწილეთა ასაკი უნდა იყოს 14-30 წლამდე.
· საპროექტო განაცხადი უნდა იყოს ინოვაციური; უნდა მოახდინოს ადრესირება კოვიდის ნეგატიურ შედეგებზე, ასევე ადგილზე არსებულ საზოგადოებრივ წუხილებსა და გამოწვევებზე; თანხვედრაში უნდა მოდიოდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებთან მიმართებაში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:
https://grants.fundsforngospremium.com/opportunity/op/Apply-for-Global-Youth-Mobilization
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი