კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით მონაწილეებმა უნდა ჩაატარონ კვლევა და მოახდინონ იდეების პრეზენტაცია სოფლის მეურნეობისა და საკვების სისტემის სფეროებში.
კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები:
- ნედლეული რომელიც მოიპოვება სასოფლო სამეურნეო წყაროებიდან (გადაუმუშავებელი)
- ბიოტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის სფეროში
- თესლის მიწოდების ჯაჭვი
- ახალი, არატრადიციული საკვები
- სურსათის გადამუშავება
- ლოჯისტიკური მომსახურება და სისტემები
- ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების სისტემა
- ფინანსური სერვისები
- სოციალური ინოვაციები
- ცირკულარული ეკონომიკა
კონკურსის ფარგლებში გაიცემა ორი გრანტი / ფულადი პრიზი ორი საუკეთესო ინოვაციური კვლევის ავტორისთვის. პრიზის ოდენობა შეადგენს 5 000 ა.შ.შ. დოლარს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ბმული https://www.eatgrowsave.org/agrobiodiversity-innovation-challenge
ან მიმართოთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი