პირველ აპრილს, SEREC-ის ახალქალაქის ოფისის წარმომადგენლები ჯავახეთის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს შეხვდნენ და პროექტის მიმდინარეობის, აქტივობებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ. სტუდენტთა ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მათ არსებულ, პროფესიულ თუ ზოგად უნარებსა და ცოდნას შეესაბამებოდა. SEREC-ის ოფისის წარმომადგენლება, სხვადასხვა მეთოდოლოგიებთან, პრაქტიკასთან და გზებთან ერთად რეკომენდაცია გაუწიეს ჩართულობისა და აქტივობების ისეთ კატეგორიას, რომელთა ეფექტურობა და შედეგიანობა პერსპექტიული იქებოდა თუნდაც ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონაწილეობითაც. პროექტის ექსპერტ-კონსულტანტებმა სტუდენტთა კითხვებს უპასუხეს და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტები და ბროშურები გადასცეს. ასევე აცნობეს SEREC-ის ფარგლებში ამოქმედებული ოთხენოვანი ვებ-გვერდის www.serec.ge-ის შესახებაც, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა, დაინტერესებულ პირთათვის უახლესი ინფორმაციის როგორც მიღება, ისე გაზიარება.
რეკომენდირებული
ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ...
3 აპრილიდან დაიწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის...
განცხადებების მიღება 2023 წლისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის...