17 ოქტომბერს, ახალქალაქის სერეკის ოფისში გაიმართა ექსპერტ-კონსულტანტის, თამარა ალქესიძის ტრეინიგნი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. სასწავლო კურსი მოიცავდა ფონდების მოძიებისა და პროექტების დაწერის უნარების გაძლიერებას. ტრეინინგს რეგიონში მოქმედი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის ოფელია ისპირიანი – ასოციაცია „ქალები სოფელ დადეშიდან“. აღნიშნული ქალთა ორგანიზაცია დაკავებულია ხალხური რეწვით და ხალიჩების ქსოვით ჯავახეთისათვის დამახასიათებელი ორნამეტებით. ასევე სამველ ხოდიკიანი – ორგანიზაცია „ხოდოდან“, რომელიც წარმოადგენს სახელოვნებო სფეროს და თოჯინების თეატრს.
რეკომენდირებული
„მრავალეროვანი საქართველო“ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში აცხადებს საგრანტო კონკურს,...
მრავალეროვანი საქართველოს ორგანიზებით, ლიეტუვის რესპულიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში –...
ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს...