ამიერიდან, ლუდვიგ მარანჯიანი დიდი ხანჩალიდან, პროფესიად ქცეულ გატაცებას – მობილური ტელეფონების შეკეთებას შეუფერხებლად და სრულყოფილად შეძლებს. სერეკის ნინოწმინდის ცენტრის კოორდინატორმა მას, „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით შეძენილი ინსტრუმენტები და ტექნიკა გადასცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 28 წლის ლუდვიგ მარანჯიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და უმცროს დასთან ერთად უმკლავდება ყოველდღიურ გამოწვევებს. სერეკის მეშვეობით ლუდვიგმა იმ შესაძლებლობების შესახებ შეიტყო, რომლებიც პროექტებისა და გრანტების სახით სხვადასხვა დონორები, გარკვეული პერიოდულობით აცხადებენ. მარჩენალდაკარგული და-ძმა იმ ტრეინინგებით და სასწავლო კურსებითაც დაინტერესდნენ, რომელთაც სერეკის ნინოწმინდის ცენტრში, სპეციალურად მოწვეული, მაღალკვალიფიციური ტრენერები ბენეფიციარებს და დაინტერესებულ პირებს უტარებენ.
რეკომენდირებული
გამოცხადდა სტაჟირება აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში აზერბაიჯანულ და...
ეს დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია...
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia) USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში...