1-დან 13 აპრილის ჩათვლით პროექტ სერეკის გარდაბნის კოორდინატორმა რუსტამ მაილოვმა შეხვედრები გამართა გარდაბნის, ასევე სოფლების – ვახტანგისის, ნაზარლოსა და ყარაჯალარის მკვიდრებთან. კოორდინატორმა მოსახლეობას მიაწოდა სერეკის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. სტუმრები გაეცნენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა საგრანტო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“. რუსტამ მაილოვმა და მისმა კოლეგემა უპასუხეს დასმულ კითხვებს, ასევე გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები და პროექტებში მონაწილეობის მსურველები სერეკის გარდაბნის ოფისში შემდგომი კონსულტაციებისთვის მიიწვიეს.
რეკომენდირებული
ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ...
3 აპრილიდან დაიწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის...
განცხადებების მიღება 2023 წლისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის...