31 ივლისს, SEREC-ის გარდაბნის ოფისის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სოფლებში ვახტანგისში, ნაზარლოსა და ქესალოში. შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის სერვისების, მუნიციპალიტეტების მკვიდრთა ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის შესახებ, ასევე ცხელი ხაზის, ოთხენოვანი ვებგვერდისა და მისი ფუნქციების შესახებ. დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტში მონაწილეობის, ასევე ქონების, მიწის რეგისტრაციისა თუ იურიდიული უფასო კონსულტაციებისა და მომსახურეობის მიღების შესაძლებლობებმა. შეხვედრის დასასრულს, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებმა გამოთქვეს კონკრეტულ თემებზე, ოფისიშის ვიზიტის სურვილი.
რეკომენდირებული
ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ...
3 აპრილიდან დაიწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის...
განცხადებების მიღება 2023 წლისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის...