პირველ ოქტომბერს, სერეკის ახალქალაქის ოფისის კოორდინატორი და წარმომადგენლები კუმბურდოს ეწვივნენ. საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სხვადასხვა თემებზე დაუსვეს კითხვები, მათ შორის იურიდიულ დახმარებაზე, მიწის რეგისტრაციასა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, დრო ასევე დაეთმო ასევე გენდერულ საკითხებსაც. როგორც კონსულტაციებზე აღინიშნა, კუმბურდოში მცხოვრებ ქალებს უწევთ შეუფერებლად მძიმე სამუშაოების შესრულება, ამავე დროს მათ არ აქვთ საშუალება დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ მონაწილეობა პროექტებსა და პროგრამებში. ინტერესი გამოიწვია სერეკის მეშვეობით გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოცხადებული პროექტების შესახებ. შეხვედრაზე მოსულთა უმეტესობამ გამოთქვა სურვილი და მზაობა ჩაერთოს პროცესებში. სოფელის მცხოვრებლებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც მეფუტკრეობაში, ისე სასათბურე და სანერგე მეურნეობაში, სერეკის ახალქალაქის ოფისის წარმომადგენლებმა დაწვრილებით განუმარტეს პროექტების დაფინანსებასა და თანამონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციებისთვის მიიწვიეს ახალქალაქის ოფისში.
რეკომენდირებული
ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ...
3 აპრილიდან დაიწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის...
განცხადებების მიღება 2023 წლისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის...