გამოქვეყნების თარიღი: 1 ნოემბერი, 2021
განაცხადის მოთხოვნის (RFA) ნომერი: CBG-006/1121
განაცხადის მოთხოვნის სათაური: ბიზნესაქსელერაციის მომსახურების მომწოდებლებისთვის აგრო და სურსათის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების (Agri&FoodTech) შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების პროგრამა.
პროგრამის მიზანი: თანამედროვე აგრო, ბიო, სურსათის წარმოებისა (AgriTech, BioTech, FoodTech) და სხვა მსგავს საქმიანობებში ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ხარისხისიანი ბიზნესაქსელერაციის მომსახურების მიწოდების გზით.
ბიზნესაქსელერაციის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მოხდება იმ ქართული მომწოდებლების განვითარების ხელშეწყობით, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნე ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალებისთვის, ადგილობრივ დონეზე ბიზნესაქსელერაციის მაღალი ხარისხისა და სპეციალიზებული მომსახურების გაწევა.
სამიზნე ჯგუფები:
ა) ბიზნესის მომსახურების მომწოდებელი ქართული კომპანიები (BSP), რომლებიც მუშაობენ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის სფეროში და აქვთ პრეაქსელერაციის, აქსელერაციის, სტარტაპ ბუთქემპისა და ჰაკათონის პროგრამების განხორციელების გამოცდილება;
ბ) 18-დან 43-მდე წლის ახალგაზრდა მეწარმეები, აგრობიზნესის მენეჯერები და სპეციალისტები (მათ შორის სტუდენტები და ახალი კურსდამთავრებულები), რომლებსაც აქვთ განვითარების პოტენციალი და შესაძლებლობები გახდნენ ზემოაღნიშნული სფეროს (Agri&FoodTech) მეწარმეები. ყურადღება გამახვილდება პროგრამაში ახალგაზრდა ქალების ჩართულობაზე. ასევე, ახალგაზრდების შერჩევისას ყურადღება გამახვილდება მონაწილეების გეოგრაფიულ დივერსიფიცირებაზე.
პროგრამული სფერო(ები):
ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ინკლუზიური სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების პროგრამირება;
ბ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამა.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა: 35 ათასი აშშ დოლარი (აუცილებელი პირობაა გრანტის მიმღების თანამონაწილეობა ფულადი და/ან არაფულადი სახით).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ვირტუალური საინფორმაციო შეხვედრის თარიღი და დრო: 2021 წლის 18 ნოემბერი, 15:00 (თბილისის დროით).
ვირტუალური შეხვედრის ბმული: https://us02web.zoom.us/j/89484409677
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2021 წლის 27 ნოემბერი.
პასუხები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 6 დეკემბრისა (jobs.ge – სა და www.facebook.com/apgeorgia.org – ის საშუალებით)
განაცხადების მიღება დასრულდება: 2021 წლის 23 დეკემბრის 17:00 სთ-ზე (თბილისის დროით).
პროექტების დაწყების სავარაუდო თარიღი: არაუგვიანეს 2022 წლის 10 თებერვლისა.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=335678
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი