ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურს (რაუნდი II) პროექტის „EU4Dialogue (კომპონენტი 2): კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს EU4Dialogue-ის უფრო ფართო პროგრამის მეორე კომპონენტს და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტით დაზარალებული თემების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობასა და ადამიანური უსაფრთხოების გაზრდას. საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდში მოწვეულნი არიან შესაბამისი ორგანიზაციები, რათა წარმოადგინონ საქართველოზე ორიენტირებული საგრანტო წინადადებები.
EU4Dialogue მე-2 კომპონენტის საგრანტო მექანიზმის საერთო მიზანს წარმოადგენს კონფლიქტით დაზარალებული თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და ადამიანის უსაფრთხოების გაუმჯობესება, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პერსპექტივების გაუმჯობესებაზე. პროექტის სამიზნე ჯგუფია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული რეგიონების მაცხოვრებლები, იძულებით გადაადგილებული პირები და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები თემები.
პროექტი პრიორიტეტს მიანიჭებს ინიციატივებს, რომლებიც, შინაარსიდან გამომდინარე, გააუმჯობესებენ სიღარიბის, დისკრიმინაციის, მარგინალიზაციისა და იზოლირების წინაშე მყოფი ყველაზე მოწყვლადი ფენების კეთილდღეობას თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სათემო ორგანიზაციების ინიციატივები, რომლებიც ადგილობრივი გამოწვევებისა და შესაძლებლობების ერთობლივი და გენდერულად მგრძნობიარე ასპექტების გათვალისწინებით განისაზღვრება და მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტული საჭიროებების გადაწყვეტას. საგრანტო კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში თანამშრომლობითი და კოორდინირებული მიდგომის გამოყენებას მიმდინარე ან დაგეგმილ აქტივობებთან მიმართებით.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ისეთი გრანტები, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას პრიორიტეტული სფეროების მიმართულებით.
სათემო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყალზე და სანიტარულ პირობებზე წვდომის ჩათვლით;
ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობა;
მოწყვლად/იძულებით გადაადგილებულ პირთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილება;
შემოსავლის წყაროს მიღების შესაძლებლობის გაუმჯობესება;
შესაძლებლობების განვითარება, კულტურისა და მემკვიდრეობის გზით სოციალური ერთობის გაზრდისა და თემების ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით.
გრანტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 10 თვე.
თითოეული გრანტისთვის გამოყოფილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 25, 000 აშშ დოლარს.
შემოთავაზებული გრანტების განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები (ხელფასები, მგზავრობა, ოფისი და სხვა საოპერაციო ხარჯები) არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი თანხის 25%-ს.
გრანტები გაიცემა სათემო ორგანიზაციაზე, რომელიც:
- ადგილობრივ დონეზე რეგისტრირებულია როგორც არაკომერციული ორგანიზაცია
- ფიზიკურად იმყოფება გრანტის სამიზნე ჯგუფის დაფარვის გეოგრაფიულ არეალში
- აქვს საკმარისი ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური რესურსი გრანტის განსახორციელებლად
- სასურველია, ჰქონდეს წარსულში დონორებთან მუშაობის კარგი გამოცდილება.
საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 23 იანვარი, 18 საათი. საგრანტო წინადადებები და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: eu4dialogue@undp.org.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:
https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=96885