კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ, ისე ახალ
სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, ინოვაციური
იდეების განსახორციელებლად და მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მოთხოვნილი
საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 30 ივლისის 18:00 სთ.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://www.dropbox.com/s/syih9d6ynfzlizr/csrdg-grant-se.zip?dl=1, ან მიმართეთ
„უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების
ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის
მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი