აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. აშშ-ის მთავრობის ინიცირებით პროგრამა 1994 წელს შეიქმნა და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს.
პროგრამას განიხილავს და პროექტებს შეარჩევს დემოკრატიის მცირე გრანტების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში ასევე არის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი და აშშ-ის მისიის ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები.
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში. გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე მედია ორგანიზაციებს.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.
საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთ–ერთს მაინც:
1. ეკონომიკური ზრდა:
• სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარება
• მდგრადი სასოფლო განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
• ტურიზმის განვითარება (აგრო/კულინარიული ტურიზმი, ეკო ტურიზმი, ჯანდაცვის ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, ა.შ.)
• ზოგადი განათლება (იხილეთ ქვემოთ მოცემული განმარტება)
2. გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია:
• ქალების გაძლიერება
• ეთნიკური, რელიგიური და სხვა მარგინირებული უმცირესობების ჩართულობა
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობა/ინკლუზიური განათლება
• ბავშთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა
3. სამოქალაქო ჩართულობა და ინფორმირებული მოქალაქეები:
• ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი
• რეგიონალური მედიის განვითარება
• ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ადვოკატირება
• კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები და ციფრული დიპლომატია
მოქმედების პერიოდი: 12 თვემდე; საპროექტო განაცხადების მიღება: 2023 წლის 20 თებერვლის 18:00 საათამდე. გრანტის მოცულობა: თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 50,000 აშშ დოლარი. პროგრამის დაწყების მოსალოდნელი პერიოდი: 2023 წლის სექტემბერი. პროგრამის ხანგრძლივობააერთი კალენდარული წელი, ან უფრო ნაკლები.
აუცილებელია „Unique Entity Identifier (UEI)“-ის მოპოვება და საგრანტო მენეჯმენტის სისტემაში https://sam.gov/SAM/ დარეგისტრირება.
გთხოვთ გამოაგზავნეთ ერთი დასრულებული განაცხადის ელექტრონული ფორმა ელ-ფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:
https://ge.usembassy.gov/ka/democracy-commission-small-grants-program-pds-ka/