კონკურსის მიზანია ხეებისა და ნიადაგმცოდნეობის სფეროში კვლევის წარმოება.
კონკურსის ფარგლებში წარდგენილი კვლევა უნდა ესადაგებოდეს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
- ურბანულ არეალებში ხისა და ნიადაგის დიზაინი და სპეციფიკაცია
- ხეების ბუნებრივი სელექციისა და მოვლის პრაქტიკა
- მრავალფეროვნების განვითარება
- ხის ფესვების სტრუქტურის გაუმჯობესება
- ნიადაგისა და სადრენაჟო სისტემის დიზაინი და მოდიფიცირება
- ხის დარგვის პრაქტიკა
- ხის დარგვის სივრცის დიზაინი
- ხეების მოვლა-პატრონობა
- ნიადაგის მართვა და მოვლა
მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა შეადგენს 10 000 ა.შ.შ. დოლარს.
კონკურსის ფარგლებში კვლევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური და ტექნიკური დისციპლინების ფართო წარმომადგენლებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ბმული https://treefund.org/tree-and-soil-research-fund-grant-program
ან მიმართოთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი