კონკურსის მიზანია ურბანული სატყეო რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობა.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევა, რომელიც ფოკუსირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე:
- ადამიანისა და თემისათვის ურბანული სატყეო სიკეთის რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი
- პოლიტიკის ფორმულირება და პროგრამის განხორციელება
- „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტის გზები“
- ეკოსისტემის სერვისები
- და სხვა
მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა შეადგენს 30 000 ა.შ.შ. დოლარს.
კონკურსის ფარგლებში კვლევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური და ტექნიკური დისციპლინების ფართო წარმომადგენლებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ბმული https://treefund.org/researchgrants/skiera
ან მიმართოთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი