„მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG) აგრძელებს პროგრამას ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდებისთვის
გამოცხადდა ახალი კონკურსი ჩართულობითი დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად!
ჩართულობითი დემოკრატიის სკოლა განკუთვნილია მარნეულსა (ქვემო ქართლი) და ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი) მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მსურველებისთვის ბოლნისსა და ნინოწმინდიდან.
ველით 18-დან 35 წლის ჩათვლით მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვისაც გაინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, იზიარებთ დემოკრატიულ ღირებულებებს და გსურთ, იყოთ აქტიური მოქალაქე.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! თითოეული რეგიონიდან შეირჩევა 20 ახალგაზრდა.
სკოლის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა, რათა განავითაროთ უნარები და შეიძინოთ სათანადო ცოდნა-გამოცდილება იმისათვის, რომ:
ჩაერთოთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში;
გაეცნოთ პოლიტიკურ პარტიებს და ჩაერთოთ პარტიულ საქმიანობაში;
მოახერხოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სხვადასხვა ასპარეზზე;
შეძლოთ კარიერული სვლა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე;
გაიუმჯობესოთ ქართული ენის ცოდნა.
გთავაზობთ:
16-კვირიან ინტენსიურ სასწავლო კურსს ოთხ დისციპლინაში:
პოლიტიკის მეცნიერება
საჯარო ადმინისტრირება
სამოქალაქო საზოგადოება და არასამეწარმეო ორგანიზაციის მართვა
კონფლიქტები და უსაფრთხოება
პრაქტიკულ სატრენინგო პროგრამებს და სიმულაციებს შემდეგ თემებზე:
პოლიტიკის შემუშავება
ლიდერობა
საჯარო გამოსვლები და კომუნიკაცია
მოლაპარაკებების წარმოება
საჯარო ლექციათა ციკლს პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და საელჩოების, განვითარების ხელშემწყობი და დონორი ორგანიზაციების, საჯარო უწყებებისა და ექსპერტთა ჩართულობით.
სწავლის ენა – ქართული, რუსული ენის გამოყენების შესაძლებლობით; საჭიროების შემთხვევაში, ორენოვანი ლექტორები დაგეხმარებიან სასწავლო მასალის სრულყოფილად აღქმაში.
სწავლა და პროგრამის ყველა კომპონენტი უფასოა!
სრული სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
სკოლა იფუნქციონირებს მარნეულსა და ახალქალაქში, სასწავლო პროცესი წარიმართება პირისპირ (ოფლაინ). გასვლითი სატრენინგო პროგრამები და სხვა აქტივობები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციებზე საქართველოს მასშტაბით.
სწავლა დაიწყება 2022 წლის მარტში; ლექციები და სხვა აქტივობები უმეტესად ჩატარდება შაბათ-კვირას, სკოლის მსმენელებთან შეთანხმების საფუძველზე.
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
იყოთ დაინტერესებული საზოგადოებრივ საქმიანობასა ან/და პოლიტიკაში;
გაგაჩნდეთ ახალი ცოდნის დაუფლების სურვილი;
იყოთ 18-35 წლის;
ცხოვრობდეთ მარნეულსა ან ახალქალაქში (დასაშვებია გამონაკლისი ბოლნისსა და ნინოწმინდაში მცხოვრებთათვის);
ფლობდეთ ქართულ ენას (მინიმუმ დაწყებით დონეზე).
მსურველებმა უნდა:
შეავსოთ განაცხადის ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით https://forms.gle/QcZvAbVFF1aoAsoaA
გამოაგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ.ფოსტაზე vacancy.pmmg@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: „ჩართულობითი დემოკრატიის სკოლა“. სხვა სათაურით შემოსული წერილები არ განიხილება!
განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 1 მარტი, 2022 წ.
შერჩევის შედეგები წარმატებულ აპლიკანტებს ეცნობება 2022 წ. 10 მარტამდე. განმცხადებელთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: +995 32 2 96 21 25; +995 599 68 68 96.
ჩართულობითი დემოკრატიის სკოლის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის „ეთნიკურ უმცირესობათა თემების პოლიტიკური მონაწილეობა“ ფარგლებში.