25 თებერვალს გარდაბნის სერეკის ცენტრის კოორდინატორი რუსტამ მაილოვი და მისი ასისტენტი შეხვდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს დავით კარგარეთელს.
შეხვედრაზე, რუსტამ მაილოვმა, გარდაბნის მერს სერეკის ადგილობრივი ცენტრის გეგმებისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.