ქალთა ფონდმა საქართველოში განაახლა ღია კარის საგრანტო პროგრამა.
პროგრამის პრიორიტეტთა შორისაა ქალთა ინოვაციური ინიციატივები, ფემინისტური ხედვები და სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული აქტივობები.
ფონდი მხარს დაუჭერს როგორც მკვლევარი, ისე ხელოვან ქალთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ინიციატივებს. საგრანტო პროგრამა მოიცავს როგორც საქართველოს დედაქალაქს, ისე მის რეგიონებს.
საგრანტო თანხის ოდენობაა 5000 აშშ დოლარი, ხოლო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 თვე.
საპროექტო განაცხადები მიიღება 2023 წლის იანვრის ბოლომდე შემდეგ მისამართზე:
grants@womenfundgeorgia.org
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
https://www.womenfundgeorgia.org/ka/WhatWeDo/Grantmaking/3641