“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) აცხადებს მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს! “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა. საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მხარი დაუჭიროს მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობის გაფართოებას და განვითარებას, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10% -იანი თანამონაწილეობა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განვითარების განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2022 წლის 28 თებერვალი, 18:00 სთ. განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან ჩატარდება ონლაინ Zoom- პლატფორმის გამოყენებით 7 თებერვალს 11:00 საათზე და 21 თებერვალს 11:00 საათზე. შეხვედრაზე რეგისტრაციის ბმულის მისაღებად დააჭირეთ აქ: https://us02web.zoom.us/meeting/register/tZMufumrrjwiHdGBGy8vp6sv9xb2NcG_vHes დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=351182 ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას. ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1 ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა მარნეული: გამსახურდიას ქ. #4 გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი |