საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მარია ვან კოლდამი, ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სერეკის მარნეულის ცენტრს ეწვია. დიპლომატი მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიან დამკვირვებელს ლეილა მამდეოვას და ცენტრის კოორდინატორს საბინა ტალიბოვას შეხვდა. მარია ვან კოლდამმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ევროკომიისიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – სერეკის შესახებ. სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას გამოიკვეთა ქვემო ქართლში, ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა მარნეულის ცენტრის მიერ შესწავლილ და გამოვლენილ დარღვევებზე. მათ შორის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე, კონკრეტულად კი აღნიშნული მიზეზით გარკვეულ პირთა სამსახურიდან განთავისუფლების მცდელობის შემთხვევებზე.
რეკომენდირებული
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული...
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო,...
25 სექტემბერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა ინოვაციებისა...