საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, CENN აცხადებს კონკურსს მასწავლებლებისათვის, სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის მიზანია მასწავლებელების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ წალენჯიხის, მარნეულის, დმანისის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს.
პროგრამის ხანგრძლივობაა 9 თვე (იანვარი-სექტემბერი, 2023) და მოიცავს შემდეგ ფაზებს:
საჭიროებაზე მორგებული ტრენინგ-მოდული;
კავშირების გაძლიერება ვებინარების და სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებების საშუალებით;
სამოქალაქო განათლების ოთხდღიანი ბანაკი;
მენტორინგი;
პროექტების დაფინანსება და განხორციელება;
შემაჯამებელი კონფერენცია;
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/S1xPzZn
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ 2022 წლის 12 დეკემბრამდე.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/3kgKJvmv9Douf9Sn6