აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია შეირჩეს და დაფინანსდეს იმგვარი მედია პროდუქტები, რომლებიც ეფექტური მიდგომების გამოყენებით წარმოაჩენენ თუ როგორ აისახება და რა გავლენას ახდენს ევროპული ღირებულებები და კეთილდღეობა საქართველოში ადამიანთა ყოფა-ცხოვრებაზე.
საგრანტო პროგრამის ამოცანებია:
· პრესის თავისუფლებისა და ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის ხელშემწყობი, დაცული და ძლიერი, ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
· მედიაში დასაქმებულთა შორის, ხარისხისა და ეთიკის სტანდარტების განმსაზღვრელი, ეფექტური თვითრეგულირებადი მარეგულირებელი პროცესის ინიცირება.
· სამოქალაქო-საზოგადოებრივი თვალსაზრისით რელევანტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ და დამოუკიდებელ საინფორმაციო რესურსებზე წვდომა.
კონკურსში მონაწილება შეუძლიათ: როგორც ეროვნულ ტელე და მედია სუბიექტებს, ისე რეგიონულ ტელე და მედია მაუწყებლებს, ასევე ონლაინ მედიასაშუალებებს, კერძო სამეწარმეო სტრუქტურებს და პროფესიულ ასოციაციებს.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება რეგიონალური სატელევიზიო კომპანიისა და ონლაინ მედია საშუალების მიერ წარდგენილი სამი საპროექტო ინიციატივა.
თითოეული გრანტის მოცულობა 3 000-დან 5 000 აშშ დოლარამდეა.
პროექტის ხანგრძლიობაა: 03/01/2023 – 05/30/2023. სააპლიკაციო ფორმების გამოგზავნა შესაძლებელია მიმდინარე წლის 19 იანვრამდ მითითებულ ელ-ფოსტაზე: contact.mp.ge@irex.org