ცხადდება საგრანტო კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ადვოკატირების ძალისხმევისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების გასაუმჯობესებლად მხარდასაჭერად.
ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მოქმედი შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შშმ პირთა უფლებების კანონის უკეთ აღსრულებისათვის საქმიანობენ.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერით, უფრო ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას. კონკურსი ასევე მიმართულია შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, როგორც ინსტიტუციური უნარების, ასევე, სხვადასხვა თემატური მიმართულებით, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი მისიის შესრულება.
საგრანტო კონკურსის მიზანი და ამოცანები საგრანტო კონკურსის მიზანია შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხეჯავახეთში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების და შშმ პირთა ორგანიზაციების ძალისხმევის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია შშმ პირების უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაზე.
კონკურსის მთავარი ამოცანებია:
1. თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერით, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კანონის აღსრულების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
2. შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც ინსტიტუციური უნარების, ასევე, სხვადასხვა თემატური მიმართულებით, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი მისიის შესრულება.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ რეგისტრირებულ შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ასევე ორგანიზაციების ქსელებსა და კოალიციებს, რომლებიც მუშაობენ შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კონკურსის სამიზნე რეგიონებში არიან რეგისტრირებულები და იქვე საქმიანობენ.
საკონკურსო პროექტისთვის გათვალისწინებული საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 70,000 ლარს. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12-დან 16 თვემდე.
განაცხადის წარდგენის პროცედურა განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 23 იანვრის 16:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ DPO Grant Competition.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ: shorturl.at/krCKZ