საგრანტო კონკურსი “ფონდი ტასო”, “თანასწორობის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით, და თანამშრომლობით “ქალთა ფონდთან საქართველოში”, ახორციელებს 2-წლიან პროგრამას ქალთა და გოგონათა საზოგადოებრივი აქტივიზმის ხელშესაწყობად და აცხადებს კონკურსს ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მხარდასაჭერად. მიზნები: ** დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართული სათემო აქტივიზმის ხელშეწყობა; ** ქალთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება და მათი საქმიანობის მედეგობის მხარდაჭერა; ** ადგილობრივ დონეზე მოხალისეობის კულტურის დანერგვა-მხარდაჭერა; ** ქალთა მოძრაობის გასაძლიერებლად მიმართული საქმიანობის, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების, ჯგუფებისა და აქტივისტების ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა. პირობები: ** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებებზე მომუშავე მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს და სათემო ორგანიზაციებს. ** საკონკურსო პროექტები უნდა შემუშავდეს დართული განაცხადის ფორმისა და ამ დოკუმენტის (კონკურსის გამოცხადება და მონაწილეობის პირობები) მოთხოვნათა სრული დაცვით. ** დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართული სათემო აქტივიზმის ხელშეწყობისკენ მიმართული საქმიანობა; ** ადამიანური რესურსი ორგანიზაციაში/საინიციატივო ჯგუფში, არსებული ინიციატივები და მზადყოფნა სამოქმედოდ სასიკეთო ცვლილებებისთვის; ** შედეგის მისაღწევად მიმართული დამაჯერებელი დაგეგმარება საკონკურსო პროექტში. ** მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს: ორგანიზაციებისთვის – 15 000 ლარს; ხოლო საინიციატივო ჯგუფებისთვის – 10 000 ლარს. დამატებითი დაფინანსების ან/და საკუთარი წვლილის შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ წყარო (საკონტაქტო ინფორმაციით). ** პროექტების განხორციელების ვადა – მაქსიმუმ 9 თვე. ** საკონტაქტო ტელეფონები: ნინო ასათაშვილი – 588 884576, ეკატერინე წურწუმია – 577 994237 ** საკონკურსო განაცხადები და დოკუმენტები უნდა გიგზავნოს მითითებულ ელ-ფოსტებზე: eka@taso.org.ge nino110a@gmail.com განმცხადებელთა ინდივიდუალური (სატელეფონო) და ჯგუფური (“ზუმის” სივრცეში) კონსულტირება: 2022 წლის, 7 თებერვალი, 2 საათზე. შეხვედრის ბმული – https://us02web.zoom.us/j/9672273892 საკონკურსო პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2022 წლის 18 თებერვალი დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=350703 ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას. ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1 ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა მარნეული: გამსახურდიას ქ. #4 გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი |