გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თანამშრომლობით იწყება საკონკურსო განაცხადების მიღება საქართველოს 6 რეგიონიდან მიკრო და მცირე მეწარმე ქალების მხარდაჭერის მიზნით.
კონკურსის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა. პრიორიტეტი მიენიჭება არსებული ბიზნესის გაფართოებასთან და/ან გაძლიერებასთან დაკავშირებულ იდეებს. კონკურსის სამიზნე რეგიონს შორისაა ქვემო ქართლის რეგიონი.
კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება:
ეკონომიკური საქმიანობისათვის საჭირო მცირე ტექნიკის, აღჭურვილობის და მასალების შესყიდვა და გადაცემა. ტექნიკური დახმარების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს არაუმეტეს 5 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი