“საქართველოს ფერმერთა ასოციაცია” (GFA) “პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში – სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” პროექტის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს – “კერძო სექტორის ტექნიკურ აღჭურვილობაზე წვდომის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულებით”.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (თბილისის ჩათვლით) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამის ან პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შემუშავება/განხორციელებისთვის (დამატებითი ინფორმაცია პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადების შესახებ იხ. დანართი N 2-ს სახით) კერძო სექტორის ტექნიკურ აღჭურვილობაზე წვდომის ხელშეწყობას.
პროექტის მხარდაჭერით, კერძო სექტორი სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულებით, შეძლებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამის ან პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შემუშავება/განხორციელებისთვის, ტექნიკურ აღჭურვილობაზე წვდომის გაუმჯობესებას, სასწავლო/სამუშაო პრაქტიკის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური რესურსის შეძენას ან აგრარული პროფილის დუალური პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებისთვის საჭირო დამატებითი რესურსის უზრუნველყოფას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს; სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართულ ფერმერულ მეურნეობებს, საწარმოებს, კომპანიებს ან ასოციაციებს, რომელთაც აქვთ სურვილი მიიღონ სამუშაო/სასწავლო პრაქტიკაზე პროფესიული სტუდენტები; აგრარული ან გადამამუშავებელი პროფილის მოქმედი მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესები, რომელთაც აქვთ მოტივაცია ჩაერთონ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განხორციელებაში;
საგრანტო დოკუმენტაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://gfa.org.ge/%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0-2/
საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 24 ნოემბერი, 18:00 სთ.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=335826
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი