ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს „პროდუქტებისა და სერვისების განვითარება ელექტრონული კომერციის ეკოსისტემაში ჩართვის მიზნით“
კონკურსის ფარგლებში, პროგრამა ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს მცირე და საშუალო მოცულობის საწარმოებს, მათი ბიზნესსაქმიანობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად, რაც მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის შედეგიანობის დონის ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, შემოსავლების ზრდას, ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალის ამაღლებას და მდგრად განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში გაიცემა რამდენიმე გრანტი, ყოველი გრანტის მოცულობა არ აღემატება 110 000 ლარს.
განაცხადის წარდგენის ვადაა 30 მარტი, 2022, 18 საათი.
დამატებითი ინფორმაცვიისთვის იხილეთ ბმული https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=357597
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი