კონკურსის მიზანია უზრუნველყოს ფინანსური მხარდაჭერა, ისევე როგორც ცოდნის გადაცემა იმ სუბიექტებისათვის, რომელნიც მოწოდებულნი არიან ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი ცვლილებების ხელშეწყობისთვის და ამ მიზნით იყენებენ მაგიდის ტენისს, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების პოზიტიური ცვლილების ინსტრუმენტს.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის გრძელვადიან შედეგს უნდა წარმოადგენდეს არა მაგიდის ტენისის უკეთ თამაშის უნარების განვითარება, არამედ აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაციის მეშვეობით გაეროს 17 მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზების ხელშეწყობა.
წარმატებული პროექტის უშუალო შედეგს უნდა წარმოადგენდეს: ცოდნის, უნარებისა და განწყობების განვითარება; სათემო ქცევის პოზიტიური ცვლილება; ცვლილება სისტემურ და პოლიტიკის დონეზე.
დაფინანსების ოდენობა: 10 – 35 000 ევრო.
საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 29 სექტემბერი დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი