ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და არსებული ბიზნეს სექტორისთვის ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე წვდომის გამარტივებას, ენერგიის ხარჯების დაზოგვის, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შემსუბუქებისა და ბუნებრივ რესურსებზე (განსაკუთრებით ტყის რესურსზე) ზეწოლის შემცირების მიზნით.
პროგრამა მოიცავს შემდეგ ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების თანადაფინანსებას: თბოიზოლაცია; მზის ენერგიაზე მომუშავე, ქარხნულად დამზადებული ვაკუუმური ტიპის წყლის გამაცხელებელი; მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი ტიპის წყლის გამაცხელებელი და ჰაერის გამათბობელი.
მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი ტიპის წყლის გამაცხელებელი და ჰაერის გამათბობელის შეემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ღირებულების 90%-მდე, არაუმეტეს 3,000 ლარისა. ხოლო, მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნულად დამზადებული ვაკუუმური ტიპის წყლის გამაცხელებელის შემთხვევაში ღირებულების 80%-მდე, არაუმეტეს 5,000 ლარისა.
რაც შეეხება შენობის პირველი სართულის თბოიზოლაციას, თანადაფინანსების ოდენობაა ღირებულების 70%-მდე, არაუმეტეს 20,000 ლარისა. ხოლო, შენობის სრული თბოიზოლაციის თანადაფინანსების ოდენობაა ღირებულების 60%-მდე, არაუმეტეს 25,000 ლარისა.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი და თეთრიწყარო.
პროგრამის ფარგლებში პროდუქციისა და სერვისის შესყიდვა შესაძლებელია საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირებისგან.
განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://gmg.undp.rda.gov.ge/about
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი