“ევროპის ფონდი” იწვევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.
კონკურსის მიზანია ახლად შექმნილი სსო-ების განვითარებაში წვლილის შეტანა, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას, ადგილობრივი თემების აქტუალური პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაში.
საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:
- ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის მეშვეობით.
- სსო-ების სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საქმიანობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე, აქტუალური პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან, გამოცდილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გზით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, ახლად დაარსებულ, არამომგებიან, არაკომერციულ სსო-ებს, რომლებსაც სულ მცირე ერთი წლის მუშაობის გამოცდილება აქვთ. პროექტის განხორციელებაში არ უნდა ჩაერთონ (როგორც გრანტის ფარგლებში ანაზღაურებადი თანამშრომლები): საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკონკურსო პროექტებისთვის გათვალისწინებული საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 20,000 ლარს თითოეულ პროექტზე. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 10 თვე.
განმცხადებლებმა “ევროპის ფონდში” სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: “EMC Small Grants Competition”).
კონკრეტულად, განმცხადებელმა ფონდს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები ნიმუშები ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე: https://epfound.ge/ge/grantmakingoverview/application-forms
- პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული)
- შევსებული ლოგიკური მოდელის ფორმა
დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში); - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;
- პროექტის ყველა მონაწილის რეზუმეები.
“ევროპის ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტები გენდერულ მიდგომას და უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში (იხილეთ “ევროპის ფონდის” გენდერული ანალიზისა და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების კითხვარები: https://epfound.ge/static/file/202110281735-gender_mainstreaming_checklist_geo.pdf და https://epfound.ge/static/file/202110281828-minority-checklist-geo.pdf).
კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატს შედეგად კონკურსიდან ორგანიზაციისა და პროექტის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.
განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=346008
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების
სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ
მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის
ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი