სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა, გარდა 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარებისა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც. პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების გაწევის გზით, როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
პროგრამის ორ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გაფართოება გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.
ფინანსური მხარდაჭერა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის ოდენობით. საპილოტე რეგიონებში – იმერეთი, გურია, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, რეგიონებში მაქსიმუმ 40 000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნას გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების ხოლო არაუმეტეს 10% -სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
- არ არის საჯარო მოხელე
- არ არის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის 2020 წლის ბენეფიციარი / 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის დადგენილება)
- აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.
- პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 20%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 10% ოდენობით.
- პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 50%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 25%
- ფინანსდება ბიზნეს საქმიანობები რომელიც განსაზღვრულია ამავე პროგრამის დადგენილებაში, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა, რომელიც არ არის აკრძალული გადასახადის გადამხდელი პირებისთვის. (იხ. დანართი, საქმიანობების ნუსხა).
- ამასთანავე, ბიზნესიდეის ავტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე მეწარმე-სუბიექტად, მაგ: შპს, სს, კოოპერატივი, ამხანაგობა და ა.შ.
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 11.04.2022
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/microgrants?fbclid=IwAR14wK079_cfWF_eOeoTgWODzft7RDCMHbHAPeOt15M0HJX2yfjTgpYLQHQ
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი