ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, 5 წლიანი ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით და მონაწილეობის მისაღებად მიზნით იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში არსებულ ასოციაციებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარადგინოს კონცეფციები ორი მიმართულებით:
1. ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები, რომელთაც შეისწავლიან საგრანტო პროგრამის ფარგლებში და შემდგომ აწარმოებენ მათ შესახებ ადვოკატირების კამპანიას.
2. საგრანტო წინადადებები, რომელთა ფარგლებშიც გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ასოციაციების შესაძლებლობები და რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მათი ინსტიტუციონალური ეფექტურობის ამაღლებას და ფინანსურ მდგრადობას.
კონცეფცია შესაძლოა მოიცავდეს როგორც ძირითადი სერვისების შეთავაზებებს, ისე კომპლექსური პროგრამების რეალიზების ინოვაციურ გზებს, რომლებიც არიან თანხვედრაში ახალად ჩამოყალიბებულ ტენდენციებთან, ასევე ეხმიანებიან სათემო ინტერესებს.
კონცეფციის მთავარ სტრატეგიულ ღერძს უნდა წარმოადგენდეს იმგვარი ღონისძიებების რეალიზება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ისეთ გამოწვევებზე რეაგირება, როგორებიცაა: დონორებზე დამოკიდებულება, მყიფე მდგრადობა, ადამიანური რესურსების სიმწირე, საკომუნიკაციო სირთულეები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, კოოპერაციის დაბალი დონე, კოლექტიური ძალისხმევის შეზღუდული შესაძლებლობები საქართველოს მთავრობასთან თუ ბიზნესთან.
პროგრამის ფარგლებში გაიცემა 4-6 გრანტი. თითოეული გრანტის მოცულობა შეადგენს 30 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტს ლარებში.
პროექტის სავარაუდო დაწყებისა და დასრულების ვადებია: 2022 წლის 1 ივნისი – 2023 წლის 31 მაისი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მათ შორის რეგიონებში მოქმედ ეკონომიკური პროფილის მქონე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის ასოციაციებს.
აპლიკანტებს, რომლებიც წარადგენენ განაცხადს, რომლის მოცულობაც აღემატება 25 000 ა.შ.შ. დოლრს, მოეთხოვებათ SAM და DUNS-ის მონაცემების წარდგენა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი