არასამთავრობო ორგანიზაციამ “ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” (UNDP/SDC VET) პროექტის ფარგლებში განაახლა განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობაში ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამაზე.
პროგრამა ითვალისწინებს ინოვაციური იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის და ტექნოლოგიების გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მხარდაჭერას.
გრანტით გათვალისწინებული მხარდაჭერა (მაქსიმუმ 5, 000 ლარი)
აპლიკაციის მიღება მოხდება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე.
სააპლიკაციო ფორმის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ლინკიდან: https://rb.gy/5rvj90
დაინტერესებულ პირებს სააპლიკაციო ფორმის გადმოგზავნა შესაძლებელია მისამართზე info@afad.org.ge. ასევე, შევსებული აპლიკაცია ბეჭდური ვერსიის წარდგენა შესაძლებელია “ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” ოფისში, მისამართზე: ზუგდიდი; დემურიას #1.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია: სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ, ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ააიპ, სას, სამ კოოპერატივი, ი/მ, შპს და ა.შ)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ასოციაციას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
ზუგდიდი, დემურიას #1.
ელ.ფოსტა: info@afad.org.ge
საკონტაქტო ტელ: 599 90 28 99: 599 98 59 63
ან „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი