სერეკის ახალქალაქის ოფისს ლიეტუვის ეთნიკურ უმცირესობათა სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრები გაიმართა როგორც სერეკის ახალქალაქის, ისე ნინოწმინდის ოფისის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე, განსახილველ თემებს შორის იყო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხები, ასევე გზები და მიდგომები არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მუნიციპალიტეტებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მათი ხედვების შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე საკითხები, განათლებისა და მიგრაციის, სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობისა და ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ, როგორც მუნიციპალიტეტების, ისე პარლამენტში წარმომადგენლობის დონეზე.
თავის მხრივ, სტუმრებმა, ახალქალაქელებს და ნინოწმინდელებს მიაწოდეს ინფორმაცია ლიეტუვაში ეთნიკურ უმცირესობათა პროცენტულ მაჩვენებლებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე მათ მიმართ.
მხარებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად, ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ვიზიტების შესახებ.