ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო USAID-ის დაფინანსებით,  აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტი EWMI ახორციელებს სამართლის უზენაესობის ხუთწლიან პროგრამას (2022-2026).

პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

ღია კარის საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფების პროექტებს, რომლებიც მართლმსაჯულების გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტის გზებს შეიცავენ. პროგრამა მიესალმება ადგილობრივ ინიციატივებსა და მიდგომებს, რომლებიც ეფუძნება “საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების” პრინციპებს.

პროგრამის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით ბმულზე

https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=363947



განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

რეკომენდირებული

ევროპის ფონდის აცხადებს საგრანტო კონკურს

ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ...

სრულად წაკითხვა

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა 2023

3 აპრილიდან დაიწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის...

სრულად წაკითხვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის ფონდის კონკურსი

განცხადებების მიღება 2023 წლისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის...

სრულად წაკითხვა