ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს “ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან”, რომელიც ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე.
გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ფეისბუქის, ტვიტერისა და ინსტაგრამის გვერდებზე და ასევე, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ნამუშევრები, შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს, ასევე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის თემატურ ღონისძიებებზე.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:
- ქალი პოლიტიკოსების და გადაწყვეტილების მიმღები პირების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; გენდერული კვოტირების პოზიტიური გავლენა მუნიციპალუტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში და სხვ;
- ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის კუთხით, მუნიციპალიტეტში არსებული კარგი პრაქტიკები და ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევები;
- გენდერული სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და საზოგადოების აზრის ფორმირებაზე (პოლიტიკაში, განათლებაში, დასაქმებაში და სხვა სფეროებში).
საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. უპირატესობა მიენიჭება იმ ნამუშევრებს, რომელთა თემატიკა/შინაარსი შეეხება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული.). სასურველია მასალებში გამოყენებული ენა საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები იყოს.
გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა – 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 23 ნოემბერი, 12 საათი. გამარჯვებულ ნამუშევრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:http://ginsc.net/home.php?id=3400&cat=2&sub=6&mode=11&lang=ge&fbclid=IwAR0Z1LtXDo12cZFzNhLwac3K5BQdTB4IXzT7vW3_fzrs6nv9Ba95Phvz5zs