26 ნოემბერს, სერეკის ახალქალაქის ოფისში გაიმართა სემინარი ფერმერთათვის და მეცხოველეობის დარგით დაინტერესებულ პირთათვის. მსმენელებმა, დონორთა მიერ გამოცხადებულ, მერძევეობასთან და მეცხოველეობასთან დაკავშირებულ პროექტებისა და გრანტების შესახებ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. ამასთანავე, დარგის განვითარებასთან, მოდერნიზაციასთან და ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მოისმინეს მოწვეულ ექსპერტთა მოსაზრებები. სემინარის მსმენელები წარმოადგენდნენ მეწარმეებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან. დამსწრეთა შორის საუბრების შედეგად გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელთა მოგვარება სფეროს განვითარებისათვის აუცილებელია, მათ შორის ცხოველთა მოვლისა და კვების, ასევე რძის პროდუქტების გადამუშავებისა და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
რეკომენდირებული
აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე...
კონკურსში აპლიკაციების წარდგენა შეუძლია არანაკლებ ორი კურსდამთავრებულისგან შემდგარ გუნდს....
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწვევენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს...