ახალქალაქის სერეკის ოფისში გაიმართა ახალი, სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიის „აგროლაბის“ პრეზენტაცია. „აგროლაბი“ რეგიონებში მობილური ლაბორატორიების სახით მომსახურებას სთავაზობს ადგილობრივ მეწარმეებს.

საპრეზენტაციო  მასალებთან და მომსახურეობის ფორმებთან ერთად, „აგროლაბის“ წარმომადგენლება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზეც გაამახვილეს სტუმართა ყურადღება, როგორიც კარტოფილის ნათესების დაავადებებია.  

ამ ეტაპზე, მსგავსი მომსახურეობით სარგებლობის საშუალება აქვთ უკვე თბილისსა და ქუთაისში, იგეგმება მოთხოვნის შემთხვევაში ახალქალაქსა და ახალციხეში წარმომადგენლობების გახსნა. თუმცა, ჯერჯერობით კი სერვისი ექვს მობილურ ლაბორატორიას მოიცავს.

ანალიზების გარდა, მომსახურეობა მოიცავს კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციებსაც.

ლაბორატორიას აქვს საშუალება ჩაატაროს ექვსასამდე სხვადასხვა სახის ანალიზი როგორც მიწის, ისე პროდუქციის, მათ შორის თევზეულის, რძის პროდუქტების, თაფლის და ა.შ.  ასევე მიწის გენეტიკური ანალიზეც, რაც საქართველოში ინოვაციური მეთოდია.

 შეხვედრაზე მსურველები გაწევრიანდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ პრეზენტაციას. ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს „აგროლაბთან.“

რეკომენდირებული

ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამა

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN აცხადებს კონკურსს, ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამაში...

სრულად წაკითხვა

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო,...

სრულად წაკითხვა