1-დან 13 აპრილის ჩათვლით პროექტ სერეკის გარდაბნის კოორდინატორმა რუსტამ მაილოვმა შეხვედრები გამართა გარდაბნის, ასევე სოფლების – ვახტანგისის, ნაზარლოსა და ყარაჯალარის მკვიდრებთან. კოორდინატორმა მოსახლეობას მიაწოდა სერეკის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. სტუმრები გაეცნენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა საგრანტო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“. რუსტამ მაილოვმა და მისმა კოლეგემა უპასუხეს დასმულ კითხვებს, ასევე გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები და პროექტებში მონაწილეობის მსურველები სერეკის გარდაბნის ოფისში შემდგომი კონსულტაციებისთვის მიიწვიეს.
რეკომენდირებული
ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს...
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისათვის,...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა მადლობის სიგელი გადასცა SEREC-ის ნინოწმინდის ფილიალის კოორდინირებით...