საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზანია იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო, 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:  STAR.community.grants@gmail.com

საკონტაქტო პირი – ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.

კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე http://www.csrdg.ge

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=386904

რეკომენდირებული

პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროექტი

შვეიცარიის საელჩო საქართველოში იწყებს ახალ მასშტაბურ პროექტს სოფლად მცხოვრები...

სრულად წაკითხვა

ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის გაცვლითი პროგრამები

გამოცხადდა ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის სამი გაცვლითი პროგრამა! სტუდენტებისთვის: https://bit.ly/SUSI4Students...

სრულად წაკითხვა

საგრანტო კონკურსი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

“სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის...

სრულად წაკითხვა