2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის (EU) და “პური მსოფლიოსთვის” (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” (“Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia”), რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის (WISE).

საგრანტო კონკურსის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების განვითარების მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგნელების ეფექტური დასაქმების და ინტეგრაციის მიზნით.

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონებია: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.
შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს განვითარებისთვის მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს.

საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5% -იანი ფინანსური თანამონაწილეობა.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს იდეის განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com 

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განაცხადი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2022 წლის 30 სექტემბერი, 18:00 სთ

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=387197

რეკომენდირებული

სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიის პრეზენტაცია ახალქალაქში

ახალქალაქის სერეკის ოფისში გაიმართა ახალი, სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიის „აგროლაბის“ პრეზენტაცია....

სრულად წაკითხვა

საგრანტო კონკურსი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო...

სრულად წაკითხვა

ღია კარის საგრანტო პროგრამა

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო USAID-ის დაფინანსებით, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის...

სრულად წაკითხვა